შინაარსზე გადასვლა

საიტი

ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა საქართველოში: განცხადებები, დეტალური ფილტრები, VIN შემოწმება, გაქირავება და დილერების გვერდები.

Sellauto

Sellauto

01 / Sellauto

ამოცანა

ავტომობილის მყიდველსა და გამყიდველს სჭირდებათ ერთი სანდო სივრცე, სადაც განცხადება სწრაფად განთავსდება, სასურველი მანქანა ზუსტი ფილტრით მოიძებნება და მისი ისტორიაც შემოწმდება.

რა ავაწეთ

შევქმენით ავტომობილების მარკეტპლეისი: უფასო განცხადებები, დეტალური ფილტრები, შენახული ძიებები შეტყობინებებით, უფასო VIN შემოწმება და VIN-ის სკანირება, განბაჟების კალკულატორი, შედარება, დილერების გვერდები, გაქირავება და გაცვლა. გამყიდველს შეიძლება მიწერო ჩატით, ტელეფონის ნომრის გაზიარების გარეშე, შესვლა კი Google-ით არის შესაძლებელი.

რას იძლევა

  • 01განცხადების განთავსება უფასოდ, რამდენიმე წუთში
  • 02VIN შემოწმება და განბაჟების გათვლა ერთ პლატფორმაზე
  • 03შენახული ძიებები: შეტყობინება, როცა შესაბამისი მანქანა დაემატება
  • 04უსაფრთხო ჩატი გამყიდველთან, ნომრის გაზიარების გარეშე

02 / Sellauto

ყველაფერი, რაც ამ პროექტში შევიდა.

რა გავაკეთეთ

  • 01ინდივიდუალური დიზაინი
  • 02მობილური ვერსია
  • 03ძირითადი SEO ოპტიმიზაცია
  • 04ადმინ პანელი კონტენტის სამართავად

03 / სერვისი

ვამზადებთ სწრაფ, ადაპტურ საიტებს: კომპაქტურ საპრეზენტაციო საიტს, მრავალგვერდიან ვებსაიტს და ონლაინ მაღაზიას. თითოეული ნათლად ხსნის თქვენს საქმეს და ვიზიტორებს კლიენტებად აქცევს. სამი პაკეტიდან აირჩიეთ საწყისი წერტილი, საბოლოო მოცულობას კი მუშაობის დაწყებამდე ერთად დავაზუსტებთ.

საიტის დამზადება

04 / პროექტები

სხვა პროექტები

HQD Georgia

საიტი

HQD Georgia

HQD Georgia-ს ოფიციალური ვებგვერდი პროდუქციის კატალოგით, გაყიდვის წერტილების რუკითა და ბლოგით.

საიტის დამზადება
Ronix Tools

ონლაინ მაღაზია

Ronix Tools

Ronix Tools Ronix-ის ოფიციალური დისტრიბუტორის ონლაინ მაღაზიაა: ელექტრო და ხელის ხელსაწყოები, ფასდაკლებები და კალათა.

საიტის დამზადება
Imerimotors

საიტი

Imerimotors

Imeri Motors ჩინური ავტომობილების, მოტოტექნიკის, სატვირთო და სპეცტექნიკის იმპორტით დაკავებული კომპანიაა. მისთვის თანამედროვე, სამენოვანი (GE / EN / RU) ვებპლატფორმა შევქმენით. საიტზე მომხმარებელს შეუძლია კატეგორიებისა და ბრენდების (BYD, Geely, Chery, Zeekr და სხვ.) მიხედვით დაათვალიეროს მარაგი, ნახოს ფასები და გარბენი. მიწოდების კალკულატორით წინასწარ გაიგებს, ჯამში რა დაუჯდება ტრანსპორტირება, დაზღვევა და განბაჟება საქართველომდე. პლატფორმაზე ასევე არის VIN-ით ძებნა, ბლოგი, ონლაინ განაცხადის ფორმა, WhatsApp/Viber კავშირი, Telegram-ზე ახალი მანქანების შესახებ შეტყობინებები და AI კონსულტანტი. დიზაინი ყველა მოწყობილობაზეა ადაპტირებული, სტრუქტურა კი SEO-ზეა მორგებული. ტექნოლოგიები / სერვისები: ვებსაიტი, კატალოგი, კალკულატორი, მრავალენოვანი მხარდაჭერა, AI ჩატბოტი.

საიტის დამზადება

მზად ხართ თქვენს პროექტზე სასაუბროდ?

მოგვიყევით, რა გჭირდებათ, და პირველ მოსაზრებებსა და შემდეგ ნაბიჯს შემოგთავაზებთ.