შინაარსზე გადასვლა

საიტი

ონლაინ დაჯავშნისა და მინი CRM პლატფორმა.

Botify

Botify

01 / Botify

ამოცანა

სალონები, კლინიკები და სხვა სერვისული ბიზნესები ჯავშნებს ტელეფონითა და მესენჯერებში იღებენ, კლიენტების ისტორია კი რვეულებსა და ცხრილებშია მიმოფანტული.

რა ავაწეთ

შევქმენით პლატფორმა, სადაც კლიენტი დროს ონლაინ ჯავშნის, ბიზნესი კი ერთ სივრცეში მართავს კლიენტების ბაზას, გაყიდვების ეტაპებსა და დავალებებს. საიტის სტრუქტურა SEO-ზეა მორგებული.

რას იძლევა

  • 01ონლაინ ჯავშანი 24/7, ზარის გარეშე
  • 02კლიენტების ბაზა და ჯავშნების ისტორია ერთ ადგილას
  • 03გაყიდვების ეტაპები და დავალებები მინი CRM-ში
  • 04SEO-ზე მორგებული სტრუქტურა

02 / Botify

ყველაფერი, რაც ამ პროექტში შევიდა.

რა გავაკეთეთ

  • 01ინდივიდუალური დიზაინი
  • 02ძირითადი SEO ოპტიმიზაცია
  • 03კლიენტებისა და კომპანიების ბაზა
  • 04გაყიდვების ეტაპები (კანბანი)
  • 05დავალებები, შეხსენებები და კალენდარი
  • 066-თვიანი ტექნიკური მხარდაჭერა
  • 07SEO ოპტიმიზაცია
  • 08ონლაინ ჯავშანი

03 / სერვისი

ვამზადებთ სწრაფ, ადაპტურ საიტებს: კომპაქტურ საპრეზენტაციო საიტს, მრავალგვერდიან ვებსაიტს და ონლაინ მაღაზიას. თითოეული ნათლად ხსნის თქვენს საქმეს და ვიზიტორებს კლიენტებად აქცევს. სამი პაკეტიდან აირჩიეთ საწყისი წერტილი, საბოლოო მოცულობას კი მუშაობის დაწყებამდე ერთად დავაზუსტებთ.

საიტის დამზადება

04 / პროექტები

სხვა პროექტები

HQD Georgia

საიტი

HQD Georgia

HQD Georgia-ს ოფიციალური ვებგვერდი პროდუქციის კატალოგით, გაყიდვის წერტილების რუკითა და ბლოგით.

საიტის დამზადება
Ronix Tools

ონლაინ მაღაზია

Ronix Tools

Ronix Tools Ronix-ის ოფიციალური დისტრიბუტორის ონლაინ მაღაზიაა: ელექტრო და ხელის ხელსაწყოები, ფასდაკლებები და კალათა.

საიტის დამზადება
Imerimotors

საიტი

Imerimotors

Imeri Motors ჩინური ავტომობილების, მოტოტექნიკის, სატვირთო და სპეცტექნიკის იმპორტით დაკავებული კომპანიაა. მისთვის თანამედროვე, სამენოვანი (GE / EN / RU) ვებპლატფორმა შევქმენით. საიტზე მომხმარებელს შეუძლია კატეგორიებისა და ბრენდების (BYD, Geely, Chery, Zeekr და სხვ.) მიხედვით დაათვალიეროს მარაგი, ნახოს ფასები და გარბენი. მიწოდების კალკულატორით წინასწარ გაიგებს, ჯამში რა დაუჯდება ტრანსპორტირება, დაზღვევა და განბაჟება საქართველომდე. პლატფორმაზე ასევე არის VIN-ით ძებნა, ბლოგი, ონლაინ განაცხადის ფორმა, WhatsApp/Viber კავშირი, Telegram-ზე ახალი მანქანების შესახებ შეტყობინებები და AI კონსულტანტი. დიზაინი ყველა მოწყობილობაზეა ადაპტირებული, სტრუქტურა კი SEO-ზეა მორგებული. ტექნოლოგიები / სერვისები: ვებსაიტი, კატალოგი, კალკულატორი, მრავალენოვანი მხარდაჭერა, AI ჩატბოტი.

საიტის დამზადება

მზად ხართ თქვენს პროექტზე სასაუბროდ?

მოგვიყევით, რა გჭირდებათ, და პირველ მოსაზრებებსა და შემდეგ ნაბიჯს შემოგთავაზებთ.